Feeds:
Posts
Comments

ესე არს პოსტი ბოლო ამ ბლოგსა შიგან !

გადავედი..

მოჰმართეთ ბლოგროლნი თქვენნი და გადააკეთეთ ლინკნი თქვენნი :mrgreen:

tiny.ge

ბლოგროლშიც მასე შემიყვანეთ : tiny.ge .. ნუ, რა თქმა უნდა, თუ მოფერებით რამე სხვას არ მეძახით :mrgreen:  ცოტა ხანში, როცა ჩემს პეიჯ რანკებს და ალეხებს და ა.შ. აღვიდგენ,აქედან პოსტებსაც წავშლი. სტატისტიკები მეშლება სამწუხაროდ : ( ჩემი 27 000 ჰიტი :უსერ: ..

რამოდენიმე დღის წინ, როცა ბლოგზე პოსტი დავწერე საკუთარ ბედკრულებაზე სახლის დალაგებასთან დაკავშირებით და კმაყოფილი სახით ვიჯექი კომპიუტერთან, დედა მოვიდა ჩემთან და ძლივს შეკავებული სიცილით მითხრა:

_ ესე იგი მე ცოდვილი ვარ?!

ფერი დავკარგე [რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ჩემი კანის ფერისთვის]  და დამეწყო უეცარი რეაქცია. ვიდექი ოთახის ცენტრში და გავკიოდი :

_მე ბლოგერობას თავს ვანებებ ამიერიდან! აქაც მომაგენით ხო?! ყველაზე კარგად სადაც ვგრძნობდი თავს, ის წამართვით ! [oO]

მერე გადავედი გეგმა B-ზე და ცრემლმორეულმა ახალი სახის მონოლოგი დავიწყე :

_ აი, მე ეხლა დაგიბლოკავთ მაგ კომპიუტერიდან ჩემს ბლოგს, ჩემს კომპიუტერსაც პაროლს დავადებ, რომ ვეღარ შემოხვიდეთ !

მოკლედ, მთელი არსებით ვცდილობდი მისთვის სურვილი დამეკარგა აქ შემოსვლის. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე. აღარ იცოდა რა ეთქვა.. ბოლოს ისაო :  თუ პირობას მოგცემ, რომ აღარ შევალ, ხომ გააგრძელებო ?.. მე კიდე

_ ახლა რაღა აზრი აქვს, უკვე დავკომპლექსდი ! [oO]

ამასობაში ნელ-ნელა უსერ სახეს ვიღებდი და მრცხვენოდა ჩემი ისტერიკის. მაგრამ იასნა იხტიბარს არ ვიტეხავდი [როგორც წესი ეგრეა..] ცოტა ხანში დავფიქრდი ბლოგის შიგთავსსზე. არიქა ცენზურა, არიქა დავაპრივატო პოსტები და ა.შ. მაგრამ ცოტა ხანში გამიარა.პრეტენზიები გაჩნდება და თავდაცვა დახვდება- მე ხომ დიდი გოგო ვარ :mrgreen:

მოკლედ, დავფიქრდი დედას სამართლიან საყვედურებზე- ამდენი ადამიანი კითხულობს და ჩემთვის რატომ არ შეიძლებაო…ხოდა დაე იკითხოს :) უბრალოდ, თქვენი არ ვიცი, მოგწონთ თუ არა, როცა “შენს რამეს” მშობლები კითხულობენ, მაგრამ მე ძალიან არ მიყვარს. ბავშვობიდან ასე ვარ. ერთი თემა დავწერე ადრე სკოლაში, მთელ პარალელურ კლასებში დამატარებდნენ და მაკითხებდნენ. სახლში რომ მოვიდიოდი კიდე საგულდაგულოდ ვმალავდი. მეიბი ცოტა სტრანნა, მაგრამ კაცია და  ბუნება.. ვერც იმას ვერ ვიტანდი ჩემს კონცერტებზე რომ მოდიოდნენ და მისმენდნენ, როცა ვუკრავდი.. :დნუ ეს ყველაფერი იქეთ იყოს, მაგრამ მთავარია, რომ მომაგნეს [ :mrgreen: ] ! მაშ ასე:

გამარჯობა დედა..  1q Continue Reading »

Hello,
This is to inform you that registration for the domain name tiny.ge has been completed and will be in effect during next 12 hours.
As the result: tiny.ge

დავსაჩუქრდი ამ დილას წერილით. გადავედი ლინკზე და ვიხილე სანუკვარი სიტყვები :  This Web site coming soon . ძაან მაგარი განცდაა  !  მაშინვე ვახარე სვითის და დავიწყეთ დიზაინების შერჩევა.

არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ დღეს მივხვდი, რომ ამ მძიმე პროცესს,  დიზაინის არჩევას მირჩევნია :

  • არათუ სახლის დალაგება, არამედ ერთ დღეში ყველა ოთახის ძირფესვიანი დასუფთავება !
  • ბორშის გაკეთება
  • პოლიტიკაზე ლაპარაკი
  • ფორუმებზე ქალიშვილობის ინსტიტუტის თემაში ჩხუბი o_O

მგონი მეტის გაგრძელებას არ აქვს აზრი. მიხვდებოდით მდგომარეობის სირთულეს.

მარი მილინკავდა და მილინკავდა დიზაინებს, მე ვიწუნებდი და ვიწუნებდი. იმას ეს არ უვარგა, იმას ის არ უვარგა.. ბოლოს მივხვდი, რომ ცოტა ხანში იმ დიზაინებს დაჭმუჭნიდა და მაჭმევდა, ამიტომ ვუთხარი მეთვითონ განვაგრძობ ძებნა-ძიებას მეთქი. დავიხმარე გუგული სერჩაძე [(c) sin165] , ინგლისური, რუსული და გერმანული გუგლების მოძიებული მთელი ვორდპრესის დიზაინების საიტები დავჩხრიკე. ეს არ ვიკმარე და ლანდიშას მივმართე. იქნება იმან რამე განსაკუთრებული იცოდესთქო. დამილინკა ბევრი რამეები და ახალი თავსატეხები გამიჩინა. ამჟამად ჩემს ოპერაში გახსნილი მაქვს 5 ცალი დიზაინების სარჩევი ალაგი და ვკლიკავ და ვკლიკავ. არ ვიცი რისი იმედი მაქვს, მგონი ველოდები, რომ ერთი ნახვით შემიყვარდეს რამე დიზაინი ! ასე კიდე არაფერი გამოვა ვგონებ..  Continue Reading »

Copywriting для блоггеров – как взорвать бомбу в своем блоге?
by Gaspar Chilingarov
გუშინ სამართლიანი შენიშვნა მივიღე დოდკასგან, რომ ერევნიდან დაბრუნებულს, არც ერთი პოსტი არ დამიწერია თვითონ ბარკემპზე მიღებულ გამოცდილებაზე, იმ პრეზენტაციებზე, რომლებიც იქ მოვისმინეთ. დავჯექი და დავფიქრდი, რომელი პრეზენტაცია იყო ყველაზე კარგი. უფრო სწორად კი, რომელი პრეზენტაცია იქნებოდა ბლოგერებისთვის საინტერესო და სასარგებლო და რა თქმა უნდა, გასპარის პრეზენტაცია გამახსენდა. პრეზენტაცია – როგორ დავდოთ ბლოგზე ბომბი? ალბათ მიხვდებით, რომ ამ პრეზენტაციის სათაურშიც ის ხერხები დევს, რასაც ქვემოთ გეტყვით..

მაშ ასე, როგორ დავდოთ ბლოგზე ბომბი? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბლოგი ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხი იყოს.  თუნდაც მაშინ, როცა ძალიან ჩვეულებრივ, არააქტუალურ საკითხზე ლაპარაკობ.. მთავარია პოსტის სტრუქტურა! ის, თუ როგორ ვაწყობთ პოსტს, როგორ ვაქცევთ ყურადღებას მის ფორმატირებას. ეფექტური პოსტისთვის რამოდენიმე ხერხი არსებობს :

1. headlines-  სათაური ბევრის მანიშნებელია. ის უნდა მეტყველებდეს პოსტზე, მის შინაარსზე და ამავე დროს უნდა შეიცავდეს პატარა ინტრიგას. მთავარია ამ ინტრიგისას მთავარ მიზანს არ ავცდეთ და თემას არ გადავუხვიოთ. აქვე მთავარია სათაურის ლაკონურობა .

2. subheaders – ყველა პოსტი წინასიტყვაობით იწყება. პოსტს ჭირდება ისეთი შესავალი, როგორიც მკითხველს “აიძულებს”  ბოლომდე წაიკითხოს პოსტი. შესავალში პოსტის მთავარი კვანძი უნდა იკვრებოდეს.

3. pictures – პოსტის ვიზუალური მიმზიდველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტში სურათების დართვა. სურათები მკითხველს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს ტექსტსა და ტექსტს შორის.

4. colors- საკვანძო სიტყვების, საკვანძო აზრების უკეთ გამოსაკვეთად შეგიძლიათ გამოიყენოთ მკვეთრი ფერები- წითელი , ლურჯი.. [რა თქმა უნდა დიზაინს უნდა შეუსაბამოთ ფერები]

5. bold- ბოლდი ფერებზე არანაკლებ ეფექტურია მთავარი სათქმელის ხაზგასასმელად . შეიძლება ითქვას-მეტადაც კი!

6. Bullet lists – პოსტში ლისტების გამოყენება ზოგადად კარგია. ის ხელს უწყობს აზრის დალაგებას-სწორად ჩამოყალიბებას.  ლისტი კარგად აღიქმება ვიზუალურად და შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. აპრობირებულია, რომ ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი, ლისტის სახით დაწერილი აზრებია.

7. P.S. – პ.ს. -ის საშუალებით, ფაქტიურად ახლიდან აწყებინებ კითხვას მკითხველს. თითქოს ახალი სუნთქვით იწყება კითხვა. შეიძლება” პ.ს.”  იყოს დანარჩენი პოსტის ზომის, მაგრამ ამას ვერ გრძნობს მკითხველი და განაგრძობს კითხვას.

რაც შეეხება თემებს,  რა თქმა უნდა, ბომბისთვის საჭიროა სკანდალი. სკანდალი კი შეიძლება იყოს- სელებრითებზე, სექსზე, პოლიტიკაზე, რელიგიაზე და ა.შ. .. მაგრამ მთავარია რეგულარული წერა. მაგალითად არის შემთხვევა, როცა არ გეწერინება პოსტი. გახსენი ახალი პოსტის ფანჯარა და დაიწყე ზუსტად ასე, რომ შენ დღეს არ გეწერინება.. მიაყოლე მიზეზები და პოსტიც შემდგარია !

შეიძლება ვერც შენიშნეთ, მაგრამ ბოლო პოსტებში აქტიურად ვიყენებ გასპარის ამ რჩევებს, პოსტის ფორმატირებას დროს ვუთმობ და იმჰო უფრო ადვილი წასაკითხია პოსტები, ვიდრე ჩემი ადრინდელი -სტოლბა პოსტები :mrgreen:

როდესაც დილით, კარგ სიზმარ ნანახიან და გაღვიძებისთანავე სასიამოვნო ესემესდახვედრებულ ქალს მაშინვე აიძულებ სახლი დაალაგოს, ეს უკვე დანაშაულია ერის წინაშე ! თუმცა ყველა ხომ არ იქნება უცოდველი. აი დედაჩემს კი დიდი ცოდვა ადევს იმის გამო, რომ მე ყოველ დილას იმის მაგივრად, რომ საწოლში კომპიუტერი და ყავა მომართვას [რისი გაკეთებაც მომავალში აუცილებლად მოუწევს ჩემთან მცხოვრებ მამრს] , სახლის დალაგებას მთხოვს. ვინაიდან არც დედაჩემს მოურთმევია დილით საწოლში კომპიუტერი და არც მამრი მყავდა ახლო-მახლო, ჩემით მივირთვი კომპიუტერი და ჩამოვუარე ყველაფერს, რაც სანახავი მქონდა. კარგია, რომ მოვასწარი, იმიტომ, რომ მალე ჩამოჰკრა უბედურების ზარმა !

ავდექი ჯიჯღინ-ჯიჯღინით და დავიწყე საწოლის გარშემო მიყრილ-მოყრილი ჩემი ტანსაცმელების ახვეტა. თქვენ არ იცით  [ან იცით], რა ძნელია თან ლაგება და თან მესიჯობა. კიდევ კარგი ძალიან ადრე იყო და ჯერ ონლაინ არავინ იყო, რომ პარალელურად მელაპარაკა. პარალელური მესიჯობა , ყველაზე მძიმე მაშინ არის, როცა იმ ოთახში, რომელსაც ახლა ალაგებ, ცოცხით ხელში დამდგარს და ტელეფონს მიშტერებულს, ყურებამდე პირგახეულს, ნეტარი ღიმილით მდგარს დედა მოგისწრებს და ისეთი გულნატკენი სახით გიყურებს, გრცხვენია და გვას განაგრძნობ.. Continue Reading »

მაპატიეთ ამსიგრძე პოსტისთვის, მაგრამ მოგეხსენებათ როცა ჩამოვედი, მაშინ ვერ მოვახერხე ამეების დაწერა და აგერ, ახლა ნახეთ : ))
წაკითხვა კი დაგეზარებათ, მაგრამ სურათებს მაინც ნახავთ :ბლუსჰ:

Continue Reading »

Which Sex And The City Character Are You?

Which Sex And The City Character Are You?

ფეისბუქი არ ტყუის blush2 თქვენც აბა.. Which Sex and the City Character are you?

ეხლა ერთი აქტუალური საკითხი:

ბოლო რამოდენიმე დღეა ბევრი მეკითხება ” როგორ ხარ” – უსერ გამომეტყველებით და გასაგები კონტექსტით. როგორ ვარ? ..

ეს დღეები თავს მშვენივრად ვგრძნობდი. ვფლირტაობდი და ვაცამტვერებდი ბლოგერების თემას :mrgreen: მოკლედ, სრული სიმშვიდით ვიყავი განწყობილი და შაბათს, ბლოგერების შეკრებაზე, მის სავარაუდო ვიზიტზეც ვფიქრობდი. შეგუებული ვიყავი, რომ იქ უნდა მოსულიყო და თავს ვამზადებდი, რომ პირველი შეხვედრა დაშორების შემდეგ შეიძლება რთული ასატანი იყო მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად გადადის გულგრილ რეჟიმში ყველაფერი. სრულ მზადყოფნაში ვიყავი.. Continue Reading »

P R A G O S

ჩეხური ბარი "PRAGOS". გარე ფასადი

ჩეხური ბარი "PRAGOS". გარე ფასადი

დღეს ძალიან დამღლელი დღის შემდეგ, მე და მარი უმისამართოდ სიარულის და “რამე დასაჯდომი ადგილის” ძებნის დროს პეროსკაიაზე მოვხვდით. ვაცეცებდით აქეთ-იქეთ თვალებს და ერთ-ერთ ვიტრინას მივაჩერდით. თავიდან მიგვიზიდა ვიტრინაზე გამოკრულმა მადისაღმძვრელმა სურათმა , სადაც ბევრი ბევრი რაღაცეები იყო [საჭმელები-სასმელები] და ეწერა, რომ ეს ყველაფერი ღირდა 5 ლარი ! რეკლამამ თავისი ქნა და შევედით. პირველი, რაც თვალში მომხვდა ინტერიერი და სიმყუდროვე იყო. მეორე- მომღიმარი სახით ჩვენსკენ მომავალი ქალბატონი,

რომელმაც აგვაცილა მესამე სართულამდე, თან ღიმილით გვიყვებოდა იქაური მენიუს და მომსახურების შესახებ. მე და მარიმ შევხედეთ ერთმანეთს და ერთნაირად გაგვიბრწყიინდა თვალები.

მაია და სვითი

მაია და სვითი

იმდენად მიგვიზიდა ამ ადამიანის ყურადღებამ, რომ მაშინვე ლაპარაკი გავუბით, მოვუყევით , რომ ბლოგერები ვართ და სურვილი გაგვიჩნდა ამ ბარის შესახებ დავწეროთ აუცილებლად. პირველ რიგში იმიტომ, რომ მოგვეწონა სიტუაცია და თან ორი თვის გახსნილია და არ აწყენს ამდაგვარი რამეები : )

ამასობაში გავეცანით მთელ მენიუს, საჭმელ-კოქტეილებიანად. ფასები- ვერი ნორმალ ! Continue Reading »

თუ გინდა, რომ გაიგო რა ხდება შენს ქვეყანაში, ამისთვის საერთოდაც არ არის საჭირო უყურო ტელევიზორს და თავი დაითრგუნო კურიერის სიუჟეტებით. საკმარისია საზოგადოების თავშეყრის ადგილზე მოხვდე, თუნდაც არავინ იყოს იქ შენთან გამომლაპარაკებელ-ნაცნობი, ყველა ინფორმაცია თავისთავად მოდის შენამდე. მთავარია მახვილი სმენა ! საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ამ ეტაპზე ვგულისხმობ ავტობუსებს, სამარშრუტო ტაქსებს , ქუჩას და ა.შ. ნუ ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ დღეს დილიდან იმდენი  რამე გავიგე ..

ამბავი #1

[მოქმედება ვითარდება სამარშრუტო ტაქს, ნომერ 170-ში :mrgreen: ]

ჩემს გვერდით მჯდომ ქალბატონს ურეკავს, როგორც შემდეგში გაირკვა ნათესავი რაიონიდან და ლაპარაკიდან გამომდინარე ვხვდები, რომ მიმდინარე აქციებზე ეკითხება. ქალი ოპოზიციის მხურვალე მხარდამჭერია და ახლაც მიტინგზე მიეჩქარება. პარალელურად უხსნის რა ხდება: ცოტა კი ვართ ისე… საკნები კი, არის კაცო თავისუფალი. ჩამოდი აქ, აგერ მე 132 -ე [თუ რაღაც ეგეთი რიცხვი უთხრა] საკანში ვარ, გიორგიც ერთი-ორი საკნის მოშორებითაა და აქ ვართ კიდე სანამ რამე არ მოხდება.

დასკვნა: აი ამ ცოტა ხალხის გამოა გადაკეტილი გზა ! აი ამ ცოტა ხალხს ქვია “ერის ხმა” ! აი ეს ცოტა ხალხი, რომელმაც თვითონაც მშვენივრად იცის, რომ ცოტაა, თამაშობს ყველას ნერვებზე და ელოდება სადამდე ეყოფა ნერვები მთავრობას. როდემდე :სპყ:..

ამბავი #2

[მოქმედება ვითარდება უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის გასაყარის გზაზე. სამი, საკუთარი დედის მაგინებელი ახალგაზრდა მემგზავრება ]

_ ძაან მთვრალი ვიყავი ჩმდდმ და ავტობუსში ავედი რა..ხოდა კონტროლიორი ამოვიდა მერე და მე კიდე ბილეთი არ მქონდა ჩმდდმ. ხოდა მეთქი ხურდა არ მაქვს ძმაო. იმან კიდე ვსო, უკვე მკაცრდება კონტროლიო და უნდა დაგაჯარიმოვო. მეთქი ჩმდდმ, მიდი, 15 ლარის დედა მ , თუ კაცობა გეყოფა მიდი და გამომიწერე
ჯარიმა მეთქი ! და ტიპმა იმენა თავი დაღუნა და გაიარა ჩმდდმ ! ჰა ჰა ჰა [თბილისელი ძვ. ბიჭების საფირმო "ღიმილი"]

დასკვნა #1 : WTF?
დასკვნა #2 : საქართველოში არავითარი ცივილიზებული აპარატი არ იმუშავებს კიდევ კარგა ხანს. სადაც შეგიძლია, რომ ადამიანს კანონით მინიჭებული უფლება ფაქტიურად ჩამოართვა უბრალო მოქალაქემ, იმის გამო, რომ ვიღაც გამოიმასქნებულმა არსებამ კაცობა დააფიცა .. ! დიახ, ამ ყველაფრის მერე მე,ადამიანი, რომელსაც ძალიან მოსწონდა ეს აპარატები დროის დაზოგვის მიზნით [ავტობუსიდან ხალხი მალე ჩადის, მძღოლს ხურდების ჩხრიალი არ უწევს] , ახლა ვამბობ, რომ ეს არის არაეფექტური საქართველოს პირობებში. პირველი იმიტომ, რომ ხალხი არ იღებს ბილეთს. მიზეზი-05ccaaa71524 მაინც არავინ ამოწმებს და.. ვთქვათ და ავტობუსების ადმინისტრაცია მიხვდა [უკვე კი მიხვდნენ ისე ] რომ სერიოზული გარღვევა აქვთ ბიუჯეტში და გაამკაცრეს კონტროლი .მერე რა? .. სულ რომ ჯარიმის ფასი 100 ლარი გახადონ, სულ რომ ყველა ავტობუსში ავიდეს კონტროლიორი, საფრთხე არ გემუქრება უბილეთობის შემთხვევაში ! შენ ხომ შეგიძლია თვალებში ჩახედო მას, დედა , კაცობა, სამშობლო და ა.შ. დააფიცო და მორჩა, თავისუფალი ხარ :ბის:

ერთი საიდუმლო ჩემს შესახებ- თუ ვინმეს უნდა, რომ ცხოვრების ხალისი წამართვას, პირველ რიგში ინტერნეტი უნდა მომისპოს, მეორე რიგში- კომპიუტერი. მოგეხსენებათ, ცხოვრება განსაცდელებით არის აღსავსე [ვის რა გველოდება არავინ არ ვიცით-ის თეორია] და ხშირ-ხშირად გვიწევს ათასგვარ ჭირთა თმენა ! თუმცა ამდენი ჭირთა თმენა ერთად მეტისმეტია და ჩემისთანა ზეგამძლე [!] არსებისთვისაც კი დამთრგუნველია..

გუშინ ზუსტად ერთი კვირა გახდა, რაც საქართველოს საზღვარზე მომდგარს მამცნეს- კომპიუტერი ფაფუ-ო. მე ვიფიქრე სერიოზული არაფერია, უცებ გააკეთებენთქო, მაგრამ ჰოი-ო ნათქვამია ! დათომ დაშალა კიდეც მთლიანად, მაგრამ ჩართვის ნიშან-წყალი არ ემჩნეოდა. მამას ავსტრიელი სტუმრები ჰყავდა მისახედი, მე კიდე ვიდე სახლში უმწეო სახით და ველოდებოდი როდის მოიცლიდნენ ჩემი საარსებო წყაროს დასაბრუნებლად..

ალბათ ამიერიდან მაინც გავითვალისწინებ და შევიმუშავებ სათადარიგო გეგმას უინტერნეტობა-უკომპიუტერობის ჟამს გადასარჩენად. ამჟამად კი აშკარად მოუმზადებელი ვიყავი. ერთადერთი რის გაკეთებასაც ვახერხებდი, იყო ფიქრი იმაზე, თუ რას აკეთებდნენ ხოლმე ადამიანები, როცა არ იყო ინტერნეტი. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ინტერნეტი არც მე მაქვს დაბადებიდან და გავიხსენე მე რას ვაკეთებდი. აღმოვაჩინე, რომ ვკითხულობდი ! ბევრს ვკითხულობდი.. ერთსა და იმავე წიგნს 10-ჯერ, მაგრამ მაინც ვკითხულობდი და ვსწავლობდი. ვინაიდან ამ ეტაპზე ეგ იდეა არ მომეწონა იმიტომ, რომ სახლში არსებული წიგნების მეთერთმეტედ წაკითხვის სურვილი არ მაქვს, გეგმა B-ზე გადავედი. გეგმა B კიდევ თავის მხრივი მხოლოდ სახლში ჯდომას, საწოლში წოლას და იქედან ტელევიზორის ყურებას გულისხმობდა. ტელევიზორში “არაფრის” დროს კი ჩემი დების მრავალრიცხვოვანი მულტფილმების ყურებით ვირთობდი თავს : ბარბის სამი თავგადასავალი, მოჯადოებული, გარფილდი , მადაგასკარი 1 და 2, დიდი გამყინვარება 1 და 2.. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია მათგან, რისი ყურებაც მოვასწარი !

გარდა ამისა : Continue Reading »

მოგესალმებით მეგობრებო! წილად მხვდა პატივი, თინის ბლოგზე პოსტი დამეწერა და მეც ვეცდები მაქსიმალურად სკანდალური ვიყო :D

ვიწყებ პირდაპირ ამბის მოყოლით…

დღეს მე, თინი და პიკო მაკდონალდში ვისხედით და ვჭორაობდით ათას რამეზე (ნეტა რაზე?). თინი რაღაცნაირად დაგრუზული მოგვეჩვენა და გადავწყვიტე გამემხიარულებინა. ბედად გამახსენდა ბატონი ლანდიშას კომენტარი თინის წინა პოსტზე, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

ლანდიშას კომენტარი

ლანდიშას კომენტარი

ვინაიდან თინი აქტიურად ატარებს რეაბილიტაციის მემარცხენე პოლიტიკას პირად ცხოვრებაში და მართალია, რამდენიმე გადამრთველი ვარიანტი უკვე არსებობს, მე მაინც კიდევ ლანდიშა შევთავაზე (თითქო ჩემია და ვჩუქნიდე რა!)…

ჯერ თინი უარზე იდგა, Continue Reading »

დაშორების შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, არ უნდა დავუშვათ შეცდომები და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვსპოთ ყველანაირი დეპრესიული ნიშნები. ამ ყველაფრისთვის ცოტაოდენი ბოღმა არ გაწყენდათ. ბოღმის დასაგროვებლად, კიდევ ერთხელ ელაპარაკეთ, მოისმინეთ, რომ დაშორდით, ნერვები მოიშალეთ და აი, თქვენ უკვე დაბოღმილი ხართ :ბის: ახლა შეგიძლიათ სრულიად მობილიზებულნი შეუდგეთ სარეაბილიტაციო კურსს , რომელიც მოცემულ მომენტში აპრობირდება ჩემს მიერ . 

  • პირველი, რაც თავში მოგდით, ალტერნატივით ჩანაცვლებაა. ერთ-ერთ წინა პოსტში ვახსენე, რომ არ არის ეგ კარგი მეთქი , მაგრამ თუ გშველით, რატომაც არა? :ბოლი:
     თუნდაც დროებით,თუნდაც უბრალოდ ბოღმის სანთხევად.
    ვინაიდან უცებ [ერთ დღეში] “ახლის” მოძიება ცოტა ძნელია [გავითვალისწინოთ სულიერი  ტრავმები] გვახსენდება გამოსწორების გზაზე მდგომი ექსი [არაგამოსწორებული ექსებიც გვახსენდება იმისთვის, რომ უფრო დავიბოღმოთ] , გვიბრწყინდება პატარა ეშმაკები თვალებში და ქმედებაზე გადავდივართ. თუმცა სანამ რამეს იზამთ, აღმოჩნდება, რომ ზედმეტი გარჯა არ მოგიწევთ და ის თავად გაჩნდება თქვენთან საჭირო დროს, საჭირო ადგილას [განსაკუთრებით მაშინ, თუ მეზობელია :დ ]ელაპარაკებით..ელაპარაკებით და ნელ-ნელა თანხმდებით შეხვედრაზე [თითქოს მანამდე ეგ არც გაგივლიათ თავში] ხვდებით იმავე საღამოს, მაგრამ მაშინვე ცუდი შეგრძნება გეუფლებათ- ექსი ექსია ! აღარც გიყვართ და აღარც რამე პირი უჩანს მაგდაგვარი. მეტიც- აღარ გსიამოვნებთ უბრალოდ ხელის გადახვევაც კი :დ .. კიდე მეტიც- სულ რაღაც ერთი წელი და ცოტა მეტი გავიდა და ასე მალე ამოიშალა თქვენი ცხოვრებიდან. გვახსენდება რამ გამოიწვია ეს და როგორ მოვახერხეთ ამდენი, კიდევ ერთხელ გვიბრწყინდება თვალები – სრულიად ახალი გვჭირდება ! [და არა ისეთი, ვინც დაშორებიდან 6 თვის მერე მიხვდა რა დაკარგა] .
  • ვსხდებით, ვფიქრობთ ვინმე “ახალზე” და ჰოი საოცრებავ ! თურმე რამდენი რამე დაგიკარგავთ. გახსენდება არა ერთი ვინმე, არამედ ბეევრი ვინმე :ბის: ფიქრობ, ფიქრობ, ფიქრობ და ყველაზე საუკეთესო ვარიანტზე აჩერებ არჩევანს. ზოგჯერ გვიან ამჩნევ იმას, ვინც თურმე ასე ახლოა შენთან :დ  [აქ რეჩი ქალის და კაცის მეგობრობის ამაოებაზე :დ ] ძალიან ადვილია შემდგომ ქმედებებზე გადასვლა. მერე აწონ-დაწონი, რა მოყვება ამას, რას დააშავებ და რაც უფრო აშავებ, მით უფრო მოგწონს შენი საქციელი :დ ნუ ამას +, ვითვალისწინებთ შემთხვევას, რომ შეიძლება ამ ვარიანტმა არ გაამართლოს და გახსენდება, რომ მერე რა – კიდევ არის ალტერნატივა..
    მოკლედ ასე..ეძებ, ეძებ.. მანამ, სანამ ვინმე ისეთს არ იპოვნი, ვინც დაშორების გარეშე მიხვდება, რომ არ უნდა დაგკარგოს :დ
  • გარდა ამისა შველის იმიჯის შეცვლა :სპყ: თავს მოუარეთ, ჩაიცვით ნორმალურად და ავტობუსში ყველა ადგილი თქვენია :ლოლ:
    ამას +, ქუჩაში სიარულისას უკვე ნელ-ნელა ამჩნევთ თურმე რა სიმპატიური ხალხი [კაცნი] დადიან ქუჩაში :D

როგორც ყველა სარეაბილიტაციო კურსს , ამასაც აქვს გვერდითი მოვლენები. მაშ ასე, გვერდითი მოვლენები:
მთელი დღის მანძილზე, როცა ყურადღება გადაგაქვთ, კონტაქტი გაქვთ ხალხთან და ა.შ. კარგად გრძნობთ თავს და თავი ძლიერად გიჭირავთ. მაგრამ დგება ღამე, ძილის წინა პერიოდი, როცა ჩაძინებამდე ათას რამეზე ფიქრობ. ათას რამეზე- იმაზე, რაც შენს თავს ხდება. აანალიზებ, რომ წინ ძალიან რთული ეტაპი გაქვს გასავლელი. გენატრება.. ცრემლები იწყებს წამოსვლას, მაგრამ ყლაპავ ! თუ არ ყლაპავ არაუშავს, ნელ-ნელა ისწავლი :D მოკლედ ფიქრების მართვა უნდა შეძლოთ, დაიბოღმეთ. გაიხსენეთ თქვენი ურთიერთობის ბოლო ეტაპის ყველაზე საშინელი მომენტები და ნელ-ნელა ბედნიერი და დარწმუნებულები დაიძინებთ იმაში დარწმუნებულები, რომ კვირის ბოლოს შესანიშნავი თავგადასავალი გელოდებათ :ბის:

ყველა გვერდითი მოვლენა განკურნებადია! დრო დაიკიდეთ :D .. დაასწარით დროს :ყეს:

ერევნიდან რომ ჩამოვედი, კომპიუტერი დამხვდა განადგურებული.. აღარ ირთვება უბრალოდ :ბის: ახლა უნივერსიტეტის რესურს ცენტრში ვმდებარეობ და სულაც არ მეხალისება ფორუმის ფანჯარაში პოსტის წერა და იქედან დაკოპირება.. რამოდენიმე რამის თქმა მინდა უბრალოდ, სანამ მეშველება:

  • ძველი ფლირტავიკი თინი იზ ბექ !
  • გე-ზე გადავწყვიტე ბლოგის გადატანა.. თინი.გე-ზე სავარაუდოდ.. არ ვიცი ცუდს ვშვრები, თუ კარგს ვშვრები, მაგრამ ვგონებ კარგს ვშვრები და ამიტომაც ვშვრები :დ ..
    თუ მანამდე კომპი ვერ გავაკეთე, პირდაპირ გე-თი დაგიბრუნდებით :ბის:

p.s.დაბოღმილ ქალზე უარესი არაფერი არ შეუქმნია ღმერთს :ყეს:

yerevan

თუმცა რაღა მისადგომებიდან,  თვით ერევნის ცენტრში ვართ, ამერიკული უნივერსიტეტის შენობასა შიგან. როგორც იქნა მოვაღწიე ინტერნეტამდე : ) სხვათაშორის, ჩემდა გასაკვირად, რაც აქ ვარ, არც ერთხელ არ გამხსენებია ინტერნეტი, არც ფორუმი, ბლოგი, მსნ, სკაიპი ხო საერთოდ :დ .. მოკლედ, აღმოვაჩინე, რომ ზოგჯერ უინტერნეტოდ უფრო კარგად ვგრძნობ თავს. რაც ჩამოვედი, იმის მერე საოცრად მშვიდი ვარ, არაფერზე არ ვფიქრობ, არაფერი მე არ მაწუხებს და არც მიხარია. სადღაც ნეიტრალურ არეში ვარ და ძალიან მომწონს აქ ყოფნა, დიდი იმედი მაქვს ასე გაგრძელდება და ამის შესანარჩუნელბად, მაინცდამაინც აქ დარჩენა არ იქნება საჭირო.. როგორ დაიწყო ეს დიადი მოგზაურობა..გუშინ დილით, როცა ბოლოს გახსენებულ ნივთებს უგზო–უკვლოდ ვყრიდი ჩემოდანში, იმ წუთიდან მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ერთ–ერთი საუკეთესო დღეები :დ .. ორთაჭალის მიმდებარე ტეროტირიაზე, დანარჩენების მოლოდინში დედაჩემმა მოასწრო ჩემი დარიგება, რომ მოვიდნენ– იმათი დარიგებაც და დაუბარა– მართალია ამის გარდა კიდევ სამი მყავს, მაგრამ მაინც პირველია და გაუფრთხილდითო :) ავიღეთ სტარტი და გამოვეშურეთ საქართველო–სასომხეთის საზღვრებისკენ. მოვდიოდით  სომხური სოფლების გავლით საქართველოში რაც იყო და რეაქცია– არავითარი განსხვავება ! ერთადერთი განსხვავება იყო უამრავი სატელიტური ანტენა ყველა სახლის აივანზე.  მოვადექით საზღვარს, ჯერ ქართულს, მერე–სომხურს. ზუსტად საზღვარზე აღმოაჩინა ზვიადმა, რომ მანქანის ზეთის “კრიშკა” არ დაუფარებია და მთელი ზეთი დაღვრილი იყო. ახლაც გაოცებულია– გადავრჩითო.. მეორედ იმას, რომ გადავრჩით, მაშინ მივხვდით, როცა ერთ–ერთ საშინელ მიხვეულ–მოხვეულ გზაზე დიიდი ორგანყოფილებიანი იამა დაგვხვდა და მანქანა ორჯერ აგვიფრიალა ჰაერში. პირველად აღმოვაჩინე, რომ ასეთ სიტუაციებში არ მაქვს პანიკა, უბრალოდ ვუცდი– რა მოხდება. რომ დავეშვით მიწაზე და რამის ხევთან მისული მანქანა გამოაბრუნა ზვიადმა უკან, მაშინ შემეშინდა :) მოკლედ, მიხვეულ–მოხვეული , თავის ამატკიებელი და გულის ამრეველი გზების გამოვლის შემდეგ, შემოვედით სწორ გზაზე .. ჩემი პირველი შოკი იყო ყველგან ჭუჭყიანი ვარდისფერი სახლები. თურმე არის მასალა, ტუფი, რომელიც ყელამდე აქვთ სასომხეთში და ამიტომ ყველა სახლი ამითაა ნაშენები. საშინელი დეპრესიული ფერია და მოვიღუშე :დ  შემოვედით ერევანში და პირველი, რაც გავიფიქრე– თბილისი მიყვარს !პოსტ საბჭოთა ქვეყნების კვალი ჩვენთან ასე თუ ისე წაშლილია თბილისში მაინც.. აქ კიდე არქიტექტურიან–ხალხიანად იგივეა მგონი :სპყ:ხალხი ერთნაირ ვიდზეა, დაახლოვებით ისეთზე, როგორზეც ჩვენ 2003 წელს ვიყავით :დ არანაირი სუბკულტურები ! ერთადერთხელ სამი მოროკერო არსება შევნიშნეთ მთელ ერევანში ! ოღონდაც აეხლა, ბარკემპზე რაც მოვედით, საერთოდ სხვანაირი ხალხია. ვამბობდი– ინტერნეტი ადამიანს ცვლის მეთქი. კარგი ტიპები არიან და გარეთ მიღებული შოკები გამინეიტრალეს .. ნუ ცალკე საგანია აქაური ესტრადა და ევროვიზიაზე გასაგზავნი კლიპი [ამას ქვემოთ შემოგთავაზებთ] არიქტექტურას რაც შეეხება  მთლიანად ჭუჭყიან ვარდიფერ–წითელ სახლებიანი ქალაქია. თუმცა ქალაქის ცენტრს კიდე რა უჭირს : ) ნუ , საბოლოო ჯამში, ნორმალურია და ყვითელი ავტობუსებიც დადიან ! : დავდიოდით და ზვიადი ცდილობდა მიახლოვებით მაინც აეხსნა ჩვენთვის თბილისის მაგალითზე– რა იყო ქალაქის რომელი ნაწილი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სასტუმრო ვაკეში მდებარეობს :დ სასტუმრო ძალიან კარგია :ყეს: აი ემ აღფრთოვანებულ ! ჯასთ ინტერნეტზე რომ ჭედავენ ეგ აღიზიანებთ ჩვენებს :უსერ: სურათებს ალბათ რომ ჩამოვალ მერე დავყრი , ახლა ისეთი წყვეტაა კომპიუტერზე :დ  შემდეგ პოსტამდე კი უბრალოდ დატკბით ამითი :

p.s.

Happy Easter!

მეიბი  ჩავედი, ან.. ან არ ჩავედი, იქ ვარ, უკვე შემოვლილი მაქვს ერევანი  :) მოკლედ, არ ვიცი, მაგრამ ამ პოსტს ახლა ისეთი  ვწერ.. დღეს მთლი დღეა  ჩართული მაქვს და ვუსმენ და ვუსმენ : ) აი ვიდეო და მერე ტექსტი.. ამ პოსტს იმ შემთხვევისთვის ვაპუბლიშებ[ეს დაწერიდან მეორე დღეს დაპუბლიშდება თუ ნეტთან ვერ მოვხვდი ], თუ იქედან პოსტვა ვერ მოვახერხე.. ბლოგი არ უნდა გაცივდესო ანდაზა ხო იცით :დ ..  ჯასთ მოუსმინეთ და წაიკითხეთ და მერე იფიქრეთ კი არა.. ინჯოი მოკლედ :დ

Continue Reading »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.