ახალი პოსტი ხელთუქმნელი კატეგორიიდან ” წმინდა ქალური პოსტები” ან “წარკვეთილი სასო” , ერთი და იგივეა ეგ ორი ! პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ერთი ფრიად ღირსშესანიშნავი მოვლენა ჩემი პერსონალ ლაიფიდან : დღეს პირველად წამივიდა გული
იმდენჯერ გავიმეორე ეს ფრაზა, უკვე უცნაურად მესმის ყურში და ტერმინის მნიშვნელობაც მავიწყდება მგონი
კიდევ უფრო უცნაურია რაოდენ აღფრთოვანებული ვხვდები ამ მოვლენას. ეხლა რაშია საქმე, რამდენჯერაც ვინმე იტყოდა დღეს გული წამივიდაო , იმდენჯერ მაინტერესებდა რა გრძნობა იყო და არ მეღირსა უკანასკნელი 18 წელია. აი დღეს დადგა ის ამაღელვებელი მომენტი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აღელვებასთან ერთად ფერი დავკარგე , გული გამიჩერდა (თუ ამიჩქარდა ვერ გავარჩიე) ცუდი ფერი მედო აშკარად და გულმაც დაიწყო გაჩერება (თუ აჩქარება) და რომ მივხვდი , ცუდადაა საქმე მეთქი, წავედი ჩემი განსასვენებელი სარეცელისკენ და მივესვენე იქვე რბილად. მოკლედ, ასე იყო თუ ისე ჩემი პირველი გულის წასვლა მშვიდობიანად დასრულდა…ხოდა ისა…იყოს, მეტჯერ არ მინდა![]()
გარდა ამისა, დღეს რაც ჩემში ქალურისმაგვარი იყო, ერთდროულად გადმოინთხა და ქე რო არ მიყვარს იმნაირად გევინაზე , მოვიყენე ცრემლი თვალებზე (ოღონდ ისე, რომ სულ არ მეტირებოდა), მოვიკრიბე მთელი ჩემი დესტრუქციული აზრები ყველაფრის თაობაზე (მეტა : BigCrow
) და ვიყავი მთელი დღე აბუზული. მეტჯერ აღარ ვიზამ …. ანდა..რა ჩემი ბრალია :გივი:
წარკვეთილი სასო
November 4, 2008 by ქალბატონი გოჩა








ra vqnaT am gogoebma kaco gverkveTeba es saso da ra Cveni bralia :S
რატომ წაგივიდა გული ?? :ჵ
xoda isa guli ar wamsvlia arasodes da arc cxviridan sisxli ar wamomsvlia da mec mainteresebs
khatusia, Pink Panthere
კრიტიკალ დაყს
არადა ადრე ეგრე არ მომსვლია არასოდეს
სასოწარკვეთას რაც შეეხება დროდადრო მართლა გვჭირს მგონი ქალებს..მარტო მე ხო არა ვარ ეგრე
თაან მე ხანდახან და ზოგს სულ ჭირს
ესეც მეტა BigCrow :გივი:
არასდროს წამსვლია გული…
ვაი მეშინია :S
Sweet Baby Girl
მამენტ არაფერია ისეთი
თვალებში გიბნელდება და ცოტა ხანი არაფერი არ მუშაობს შენთან
რასაინტერესოა.. მე ჯერ არ მღირსებია..
არაა თქვენი საშველი… ნოპ…
bigcrow
:უსერ: რაღა დაგრჩენია, უნდა გაძლო :გივი:
მე მესმის შენი თინ : არც მე წამსვლია გული და მეც 18 წელია ველოდები მაგ დღეს :”>
ჰოდა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ ნიჭიერი ხარ :”> მე მომწონს შენი ნაწერები.. ყველა
ნინიკუსა
:kiss: :kiss: :kiss: :love: