სამდღენახევრიანი ფრიადი მარტვილობის შემდეგ მივხვდი, რომ ესოდენი სასოწარკვეთა როგორმე უნდა დამთავრებულიყო. დილიდან ვეცადე სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ არ გამომოვიდა სახლის პირობებში. მშვიდად და წყნარად ავდექი , ჩავიცვი, შევიბი კიკინები და გავუდექი გზას. იდეაში ვეძებდი ადგილს, სადაც შეიძლებოდა ქვითინ ფართის მოწყობა სპეშალ ჩემთვის.ჩავსხედი ავტობუსში, მოვიმარჯვე ბიტლზის პლეილისტი და (კაცებისთვის გაუგებარი მიზეზების გამო) ცრემლების ყლაპვა დავიწყე. ჯერ ამ სპეშალ ადგილის ძებნა დავიწყე (რა თქმა უნდა ეს სპეშალი თავის თავში წმინდა ადგილის მომცველიც უნდა ყოფილიყო)…ჩავუარე თითქმის ყველა ასეთ ადგილს და არჩევანი ვაკის პარკზე შევაჩერე. ჯერ ვიბოდიალე ბევრი, რომ რამე სკამისმაგვარი მენახა, დავჯექი და მივხვდი,რომ არ მეტირებოდა. არიქა, მეშველა მეთქი გავიფიქრე თუ არა, ფიქრები გამექც-გამომექცნენ და სულ ორი წუთი დამჭირდა სლუკუნ-სლუკუნით ტირილის დასაწყებად. ბოლომდე რომ დავცალე ცრემლის მარაგი და მთელი მსოფლიოს სევდა გამოვიტირე, კარგ ხასიათზე დავდექი და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად გავემართე მორიგ წმინდა ადგილას (
) . ამჯერად უკვე სრულიად გამოჯანსაღებული გავემართე(თ) “პერსპექტივაში წმინდა” ადგილისკენ
დედამ ამასობაში ბევრჯერ დარეკა, მაგრამ დილით რომ ნახა როგორი ტრაგიკული სახით გავედი ,მკაცრად არაფერი უთქვამს,ნუ თავის მხრივ ის მაინც აღნიშნა, რომ 8 საათზე უნდა მივბრძანებულიყავი სახლში. წუწუნ-წუწუნით ჩამოვედი გაჩერებამდე და ჰოი საოცრებავ, ავტობუსში სპიჩკა შემხვდა. ბევრი , აი ძალიან ბევრი ვიჭორავეთ სანამ ჩავიდა. მერე ავსდექი და წამოვედი ჩემს საბოლოო ნავსაყუდელამდე… საერთოდ ასეთი პოსტების წერა არ მიყვარს მაინცდამაინც, დღეში რამდენი ჭიქა ჩაი და ყავა დავლიე და რამდენი შაქარი ჩავიყარე, მაგრამ დღეს შეუძლებელი იყო არ აღმენიშნა ქვითინ ფართის შესანიშნავი შედეგების თაობაზე…
ხო და წეღან რომ ვითომც არაფერიაო ისე წაიკითხეთ ” შევიბი კიკინები”, ეგრე კი არაა…ყველაფერს საკრალური მნიშნველობა აქვს! ჩემი თმა უკვე ისეთ გრძედსა და განედშია , რომ ჩემი საყვარელი კიკინები დავიბრუნე და ჩემს საყვარელ სმაილიკებსაც დავემსგავსე ![]()








რა მაგარია ზოგჯერ რომ გამოიტირებ დაიცლები და უაზროდ ბედნიერი ხარ
tiiik momenatre
Summer
აუუ ხო და ზუსტად ესეთი მოვდიოდი სახლში… all you need is love მქონდა ყურებში გარჭმული და ბარდიურებზე მოვხტუნავდი :გივი:
მართლა მაგარია დაცლა
tami
მეეც ქალოჰ, მოვემესენდები ეხლა :2კისს: