დღეს კარადაში აღმოვაჩინე ერთი გერმანული ჩაი. შემადგენლობას რომ დავხედე, თვალებს არ დავუჯერე: ეგზოტიკური ხილი, ანანასი, ქოქოსი და ასკილი კიდე..დაილევა ცივ მდგომარეობაშიცო. ჩაის ქვია ჰავაი-კოქტეილი. გავხსენი ჩქარ-ჩქარა (რა თქმა უნდა,სადაც მონიშნული იყო “აქ გახსენითო” იმის გვერდის ავლით ) და გავიკეთე ცხელ მდგომარეობაში. მთელ ოთახში ქოქოსის სუნი დადგა..მმმ…გემო აქვს ცოტა მომჟავო (ასკილის გამო) და ქოქოსის გემოც ჭარობსსავით. ბევრი შაქრით უკეთესი დასალევია. მერე სანამ ამ პოსტს ვწერდი გაცივდა და ცივიც კარგი დასალევი ყოფილა მართლა. აი იხილეთ შეფუთვა იგი :

და ბოლოს, როგორ და სად დავლიოთ:
(ჩაი ჩაასხათ საყვარელ ჭიქაში რა თქმა უნდა) ასეთ ამინდში, როგორიც დღესაა სხვა რა უნდა აკეთო, თუ არა კომპიუტერთან ჯდომა. შესაბამისად , შენს განსასვენებელთან უნდა მიიტანო ეს მალინისფერი შეფერილობის ჩაი და დადო რაღა თქმა უნდა Perfection or Vanity-ს სოლოს შენსავე ნაჯღაბნ ნოტებზე . არ უნდა შეიმჩნიო თევზები, რომლებიც ნერვებს გიშლიან , თსუ-ს ფორუმის ფანჯარა უნდა გქონდეს გახსნილი (რეკლამა) ,მერე ცოტა ხანს ისუნთქო მისი არომატი და ბოლოს მიირთვა :ბის:







