რა უნდა აკეთო მთელი დღის მანძილზე მაგნიტური დღეებისას, პმს სინდრომინმა თავის ტკივილიანმა ქალმა?. უნდა იჯდე პიჟამოზე ზემოდან გადაცმული ჟაკეტით და ჩაის სმის, ჭამის და პოსტვის მეტს არაფერს აკეთებდე. თავის მხრივ, როცა არც ფორუმზე ხდება არაფერი და სკაიპშიც ინვიზიბლობის სურვილი ჭარბობს ონლაინობას, მჭმუნვარე გამომეტყველებით დროდადრო ფანჯრიდან უნდა იყურებოდე (ლოგიჩნო) ! რას ნიშნავს იყურებოდე ფანჯრიდან , ხედი : სარეცხი, წინა კორპუსი, ეზოში მოთამაშე 7 ერთნაირი ბავშვი (და-ძმები არიან ყველანი), ასფალტზე ჩამოხვეტილი ტალახი , უზარმაზარი ხე , გარაჟები და ჩემი გარაჟი. თავის მხრივ გარაჟზე მახსენდება ექსი, რომელის მანქანაც გარაჟში აგერ უკვე ერთ წელზე მეტია აყენია გგგ…ნორმალური ადამიანი ეხლა რატომ დაწერდა ამას, მაგრამ გავიხსენოთ მიზეზთა მთელი ტრიადა :უსერ: მოკლედ, დღეს ექსების დღეა. კიდე ბევრი რამეების დღეა საერთოდ , მაგალითად შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელსაც მე უბრალოდ შიდსის დღეს ვეძახი, კიდევ სექსის ისეთი სახეობის დღე, რომლითაც შიდსი არ გადადის და ა.შ. მოკლედ, ბევრი რამეების დღეებია. ზოგადად ექსებს რაც შეეხება..(ექსი რა, წიპა :შეყვარებულის ამბავში ექსები
)იყო ჩემს ცხოვრებაში ეტაპი, სახელად :სამი გივი. დიდი ხნის წინ.კოდური სახელწოდება სამი გივი გამომდინარეობდა იქედან, რომ სამივეს გიორგი ერქვა\ქვია. აქედან ერთს ექსი არ ეთქმის, საერთოდ არაფერი არ ეთქმის , ის უბრალოდ გივი იყო :givi: . ერთს დასანახად ვერ ვიტან და არც ვხედავ. ერთი კიდევ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მეზობელია და ბუნებრივია (თუ არა :სპყ:) ხშირად ვხედავ.თან ეს გარაჟი..საბოლოო ჯამში, მაინც ყველას მიმართ აგრესიით ვარ განწყობილი და კაცმა არ იცის რატომ . მაგრამ ერთი რამე: რომ არა ისინი, ვერასოდეს ვერ მივხვდებოდი როგორი კაცი არ უნდა შეიყვარო
რაც შეეხება არაექსის (რა სიტყვაა
)ექსებს, აქ ჩემი ქალთმოძულეობის ინსტიქტი ყველაზე გამძაფრებულად ამოქმედდება ხოლმე და რა ვქნა.. მაშ ასე, გილოცავთ ექსების (მხოლოდდამხოლოდ გახსენების), შიდსის (:D) და სექსის ისეთი სახეობის , რომლითაც შიდსი არ გადადის დღეს :ბის:
პ.ს. ახალ კატეგორია გავაკეთე “რაღაცნაირი პმს”. კატეგორიაში შევა პოსტები, რომელსაც ნორმალურ შემთხვევაში არ დავწერდი :yes: რადგანაც შემამსუბუქებელი გარემოებები მოქმედებს, ამ კატეგორიაში შემავალ პოსტებს, უბრალოდ არ შეიმჩნევთ :უსერ:








sheni ar iyos, mgoni mec damerxa
)
ხმ…
არაექსის ექსები განავრცე აბა
:ეს ის არ არის სმაილიკი:
@ Nymphetamine
არაუშავს, მერე ერთად გავატრაკებთ ზატო :2კისს:
@ bigcrow
არაექსის ექსების მხოლოდ სახელის გაგონებაც კი მზარავს :გივი:
ხო, მართლა..კაცებს არ გაქვთ ეგ ჩუსტვა ხო? :სპყ:
ერთხელ ხო გახსოვს რო შეგვხვდა შენი ექსი.. გგგ….რამის ვცემე აესე, ჯუსტ :უსერ:
ა? სად და როდის?
ანუ რომელი ერთი?
)))
@ bigcrow
შოსთან რო ავდიოდით მე , შენ და გოშა.. არმონიდა რა :უსერ:
ანუ აი რო შეგხვდეს ერთხელაც მე და შენ ჩემი ექსი..
კითხვა დავსითქო, კაცებს ექსებზე ნო პრობ? ..
არ ვიცი, რომ შეგვხვდება, მერე მეცოდინება
მამენტ რა მოხდა )
@ bigcrow
მაინტერესებს მე :ცჰუპს:
როცა შეგხვდება მერე ხო მეტყვი? ხო მეტყვი? მეტყვი ხო? ხო მეტყვი? .. :ხტუნვ:
ნწ, შენ არ მეტყვი … ისევ მეთვითონ მივხვდები :ბის: იმიტომ , რომმმ შეიძლება შენთვის მართლა არც არაფერი არ იყოს ეგ და მერე ჩემს თავზე გავბრაზდები მე რატომთქო :უსერ: