გუშინ ლგმ [ლექციების გაცდენის მიზნით
] მესამე კორპუსისკენ გავემართე . პიკოს შევხვდი და ქსეროქსებზე ჩავედით [შიგნითვე რომაა, კორპუსში], ხოდა როგორც კი შევედი მაშინვე მეცა ბიუროკრატიის სუნი…
მმმ..ბევრი ფურცლები, ფურცლების სუნი, მიყრილ-მოყრილი ყველაფერი, იქვე პატარა სამზარეულო და ა.შ. უცებ აღმომხდა- პიკო, მე დღეს პოსტს ვწერ ბიუროკრატიებზე..[თუმცა გუშინვე ვეღარ მოვახერხე დაწერა ]და გამახსენდა სოციოლოგიის ლექციები, იქ ვისწავლეთ ორგანიზაციები და მისი ტიპები. ნუ , ბიუროკრატიის სტრუქტურაზე ლაპარაკს არ ვაპირებ, უბრალოდ, გამახსენდა, რომ ფრანგებმა ბიუროკრატიას ” ქაღალდოშემოქმედება” [ქართულად -ქაღალდომანია] შეარქვეს. თუმცა ბიუროკრატიის ეს მხარე დიიდ ნაკლოვანებადაა აღიარებული და ორგანიზაციების პათოლოგიებში შედის. აქ წერია, რომ ბიუროკრატიული აპარატის თანამშრომლები ჩვეულებრივ არ ითვალისწინებენ თავიანთი ორგანიზაციების დიდმასშტაბიან მიზნებს, გართულები არიან ბლანკების შევსებით, მათი დაუმთავრებელი შემოწმება-გადამოწმებით და ა.შ. და სწორედ ეს არის “ქაღალდოშემოქმედება”..
ბავშვობაში დამცინოდნენ, ” საბუთება”-ს მეძახდნენ :ლოლ: სადაც სახლში დედაჩემის და მამაჩემის რვეულები, ფურცლები და ა.შ. ეყარა, ყველაფერი ჩანთაში მქონდა. ნაბეჭდები განსაკუთრებით მიყვარდა : )) მერე, ცოტა რომ გავიზარდე და სკოლა და ა.შ. აუცილებელი მოთხოვნილება იყო, რომ ჩანთაში რაც შეიძლება მეტი წიგნი და რვეული მქონოდა. მხრები მძვრებოდა, მაგრამ მაინც ! ეგ ჩვევა მამენტ ეხლაც მაქვს..მაგრამ ეხლა სად მაქვს იმდენი სათრევი , სკოლაში იყო უბედურება- მთელი კვირის წიგნები დამქონდა და + ერთი ცალი ის წიგნი, რასაც იმ პერიოდში ვკითხულობდი ხოლმე. ფურცლები , ბევრი ფურცლები იყო ჩემი მოთხოვნილება :ბის: ეხლა რომ ვმეცადინეობ ხოლმე, თუ გარშემო ბეევრი ქსეროქსი- ფურცელი და ა.შ. არაა მიმოფანტული, ვერ ვსწავლობ, ვერ ვწერ და ა.შ. კომპიუტერის მაგიდასთან ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ბევრი ფურცლები ყრია გარშემო, ყავის ცარიელი ჭიქა დგას [ეს ბიუროკრატიასთან რა შუაშია, მარა..] და ისევ და ისევ ბევრი საკანცელარიო ნივთები :ბის:
უი, კინაღამ დამავიწყდა . პ.ს. ძაალიან გასაოცარი სტატია დადო დღეს რუსამ ბლოგზე. ბასილ კობახიძემ გადაუგზავნა. რომ წავიკითხე ყბა დამძვრა :დ ა, ციტატა :
როცა დედას რძე არ აქვს, ცხადია სულიერი დარღვევებია საძიებელი: ბავშვი მარხვაშია ჩასახული, ქალს ორსულობისას ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდა… ეს ზომოქმედებს ქალის როგორც სულიერ, ისე ხორციელ მდგომარეობაზე, შესაბამისად, აისახება ახალშობილზეც..
გავ-ჭე-დე! აი არც ვიცი რა უნდა თქვა ამაზე..მოკლედ, დანარჩენი მარაზმები იხილეთ ბლოგზე> აქ <








შე ფურცლომანო ))))
მე მიყვარდა ბავშვობაში რაღაც ფურცლებით თამაში და საბუთებს ვეძახდი იმ ფურცლებს ))) ძაან მიმწორდებოდა ეგრე თამაში
ალბათ ყველა ბავშვს უყვარს ფურცლები, მე და ჩემს მეგობარს, 9-10 წლისები რომ ვიყავით “გახსნილი” გვქონდა სერიოზული ოფისი, არქიტექტურული
მილიონი საბუთი და ცნობები გვქონდა, უდიდესი სერიოზულობით ვაწყობდით მერე “პაპკებში” და არქივებში ვინახავდით
სანამ ასე გამოვკომპიუტერდებოდი, დღიურები და რვეულ-ბლოკნოტები მქონდა ტონა, იმ დღეს გადავალაგე რაღაცები და გადმომეშალა მთელი საფურცლეთი
უჰ, რა კარგია ბალღობა!
საქსეროქსოს რაც შეეხება, რა უბედურებაა, რომ ვერცერთხელ გნახე, თინი
პიკოლინა უკვე ორჯერ ვნახე გაქცეულზე
აუ როგორც კი მესამეში შემოვედი ჯერ ხო მე ვაცეცე თვალები სანამ პიკო მოვიდა და რომ მოვიდა კიდე შევუჭამე ტვინი- ხო გაიცანი?სად იქნება? ააა !
მგონი ჩვენ დათქმული დრო უნდა გვქონდეს, თორე ისე მე ხო ბედი არა მაქვს :ლოლ:
Mec asve viyavi.Exla megona rom chems tavze dacerils vkitxulobdi-1000 saxelmzgvanelo,is cignebi rasac vkitxulobdi,chemi dgiuri da albomi.chanta tkviasavit iyo xolme:-)))))))
უი მე ბავშვონბაში წითელ მანიკურებს ვისვამდი ხელზე,დედაჩემის ბეჭდებს ავიკეთებდი და ”კომპანიობანას” ვთამაშობდი:ლოოოოოოოოოოოოლ:
უამრავი ფურცლით გატენილ დიდ მაგიდაზე
ეტყობა ბალღების საყოველთაო ჩვევაა : ))