გუშინ უგლობალობის გამო, როცა ყველა ფორუმზე გლობალის თემაში უცენზურობის კორიანტელი იდგა, მე მშვიდად ვიჯექი და ვერთობოდი უაზრო რამეებით.მაგალითად როგორიცაა იმაზე ფიქრი, სად განვათავსო თიბისის ნაჩუქარი სტიკერები ტელეფონზე :დ..
გუშინ დილით გაღვიძებისთანავე ვიგრძენი, რომ უნდა გამეცდინა 6 საკმაოდ მნიშვნელოვანი ლექცია. ნამდვილად არ მქონდა ორი ტვინის ბურღი ლექტორის მოსმენის არც ნერვი და არც სურვილი. ამიტომ დავჯექი სახლში და ჭეშმარიტი კიბერ ნარკომანივით , პერანგისამარა და დავიწყე ფორუმზე პოსტვა. ნუ, რა თქმა უნდა, ამასაც არავინ დაგაცდის, ეს ორი დღეა მამაჩემს ბევრი სამუშაო აქვს კომპთან. მოკლედ, რომ მეგონა, რომ აი მე დღეს ნეტარებაში გავატარებ, აღმოჩნდა, რომ ჩემი სახალხო ბანკის ვიზა
პლასტიკური გამოუსადეგარი იყო ჩემთვის და ახალი პლასტიკური მჭირდებოდა.. ისედაც დიდი ხანია ვაპირედი თი ბი სი-ში გადასვლას, იმიტომ, რომ მევასებიან ეგენი. ხოდა მომიწია ერთი ადგილის აწევა და ვაკეში გაბანცალება. აი ვაკეში რომ მივედით სულ იმას ვოცნებობდი ნეტა ნაცნობი არავინ შემხვდესთქო ისე სტრანნად გამოვიყურებოდი :დ მოკლედ, მივედი თი ბი სი-ში და გავაკეთე ყველაფერი, ბარათი პარასკევს იქნება და რეკვიზიტები, რომლებიც სასწრაფოდ მჭირდებოდა, მომცეს და გამოვედი ფრიან ნასიამოვნები.. თან საჩუქარი მომცეს, “სტიმული” :დ რაღაც პატარ-პატარა რამეები იყო : )) აი ლავ ტჰის ბანკ :დ
იქედან რომ გამოვედით მე და დედა ვაგზალზე წავედით. იქ ლაღიძის წყლებისმაგვარია რაღაც და იქაური კუბდარი უყვარს : )) კი მეზარებოდა, მაგრამ..თან მევასება დედაჩემთან ერთად ბაზრების ტერიტორიაზე სიარული. უცებ ხასიათზე მოდის ხოლმე და რამეს ძალიან დიდი სურვილით რომ შევხედავ- მაშინვე ყიდულობს :დ მაშინ აჩენს ფულს, რომელიც „არ მაქვს შვილო :უსერ: ‘:დ ჩანთა ვიყიდე..სრულიად შემთხვევით და იმიტომ, რომ მეხუთე კლასში რომ ვიყიდე ისევ ის დამაქვს ისე მიყვარს და დედაჩემს ვეცოდები :ლოლ: მგონი ნორმალ : )) ნუ ცალკე თემაა სახლში რომ მოვედი და უგლობალობის და უსაქმურობის გამო რომ ჩანთაში რაღაცეების ჩალაგება
გადავწყვიტე. ანუ იდეაში მინდოდა, რომ რახან დიდია და ტევადია ყველაფერი ჩამედო , რაც მჭირდება.. ბოლოს მივხვდი, რომ ისეთი რამეებიც ჩავდე, რაც არ მჭირდებოდა და დავიწყე ისევ ამოლაგება.. აი რაში მჭირდებოდა ასანთი, ბამბა, Englisch leicht gemacht, სავარცხელი- როცა თითებით გადავარცხნილი თმაც ძალიან მომწონს :დ და ა.შ. : ) ამოვალაგე ისევ ყველაფერი და ერტი-ორი საჭირო რამე ჩავყარე და არა ჩავალაგე. დალაგებული ჩანთა ჩემ მტერს :დ
ა,ხო, ეს ჩანთა ე.წ. “ციგნებთან” ვიყიდე.. მაგარი ეგზოტიკური ხალხია : )) გუშინ ყველა გამყიდველი მანდ გაიძახოდა “პანჩიტა”-ს. კლიენტებს ეძახდნენ კსტაწი..ხოდა დედამ კითხა- რას ნიშნავსო და კარგი სიტყვააო და მაშინვე მეთქი უპს, ამათი კარგი სიტყვა მე ვიცითქო .. ცოტა ხანს დავაკვირდი , გავიარ-გამოვიარეთ და დავადგინე, რომ ამ პანჩიტას ეძახდნენ იმას, ვინც არ ყიდულობდა :დ ანუ აი რომ ათვალიერებს და არ ყიდულობს : )) მე არ მაქვს პრეტენზია, რაც უნდა ის უთქვიათ, ჩანთა კი შემრჩა 10 ლარად და :ლოლ:
გუშინ პერანგიც ვიყიდე , ოღონდ ვარკეთილის მიდამოებში : )) მე დამევასა :დ ჯერ ერთი ძუძუების ადგილი გამოყოფილია, მეორეც მოკლეა ისე, რომ თან ჩანს-თან არ [
] . ამას წავიღებ ერევანში, გამომადგეს იქნებ :ბოლი: :დ

მგონი მოვრჩი : )) ა, შაბათს თსუ-ს ფორუმის სხოდკაა, პირველად იპოდრომზე :დ ნაის.. ხოდა ისე კიდე, სახლში ჯდომა მომწონს ძალიან. ნატოშას რჩევას ვითვალისწინებ :
აააარასოდეს არ დაიწყო გარჩევები/მიიღო გადაწყვეტილებები ადუღებულ მდგომარეობაში. სჯობს მიიღო შხაპი და დაიძინო ასეთ დროს. ცოტა გაგრილებული რომ გაიღვიძებ მერე მოიფიქრე რა უნდა ქნა.
ოდა მეც დავდივარ და მთელი დღე დუშში ვზივარ :დ მომწონს პრინციპში : )) სახლში ჯდომას, ინტერნეტში ხეტიალს და ბლოგზე წერას ზოგჯერ არაფერი ჯობია : ))








l oo l
ფარფლები გამოგივა მთელი დღე დუშში ჯდომით :ჵ:ჵ
:დ
აარა, კარგია :დ .. მთელი დღე რა, დილით შევდივარ და მერე ძილის წინ .. დანარჩენი კომპიუტერთან ვარ, ან ვჭამ :დ
ააუუუუუუუ პერანგი დამევასა
მეც მინდა მასეთი
მარა არ მომიხდება
და იქით კვირას ველოდები ძალიან ძალიან :ლოვე:
უი უკვე იქითა კვირაა ხო? :S
მე კიდე არაფერი გამიკეთებია ჯერ
((
@ პიკო
გუშინ არ მოვიზომე, რაღაცნაირად ვიყავი და დღეს კარგ ხასიათზე მოვიზომე და მომეწონა როგორც მაქვს :ცჰუპს: ნუ პრინციპში რას გიხსნი, ჩემს ოთახში უნდა იყო შენ და თვითონ ნახავ :ევილ: :ცჰუპს:
@ სვით
მოასწრებ ყველაფერს : ))
perangi ra zagvareliaaaaaaaaaaaaa….
navazia zaan :*
ნავაზი : ))))))))
მადლობა :* მომენატრე :უსერ:
დუში რულზ )) მეც მიყვარს იქ ცხოვრება ) ნუ ვანნა სჯობს, მაგრამ მისი არ ქონის პირობებში დუშიც კარგია :უსერ: