
Which Sex And The City Character Are You?
ფეისბუქი არ ტყუის
თქვენც აბა.. Which Sex and the City Character are you?
ეხლა ერთი აქტუალური საკითხი:
ბოლო რამოდენიმე დღეა ბევრი მეკითხება ” როგორ ხარ” – უსერ გამომეტყველებით და გასაგები კონტექსტით. როგორ ვარ? ..
ეს დღეები თავს მშვენივრად ვგრძნობდი. ვფლირტაობდი და ვაცამტვერებდი ბლოგერების თემას
მოკლედ, სრული სიმშვიდით ვიყავი განწყობილი და შაბათს, ბლოგერების შეკრებაზე, მის სავარაუდო ვიზიტზეც ვფიქრობდი. შეგუებული ვიყავი, რომ იქ უნდა მოსულიყო და თავს ვამზადებდი, რომ პირველი შეხვედრა დაშორების შემდეგ შეიძლება რთული ასატანი იყო მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად გადადის გულგრილ რეჟიმში ყველაფერი. სრულ მზადყოფნაში ვიყავი..გუშინ სოროსის ფონდში იყო რაღაც პატარა შეკრება, ბლოგინგის განვითარებისთვის. მე,სვითის და პიკოს უნდა გაგვეკეთებინა მოკლე პრეზენტაციასავით (მერე ცოტა სხვა ფორმატი მიიღო, კითხვა-პასუხის). მოკლედ, ამ ეტაპზე ეგ არ არის მთავარი.. >>>
ბოლო რამოდენიმე დღეა განსაკუთრებულად ვუვლი თავს. შემეტყო სხვათაშორის, იმჰო კარგად გამოვიყურები. ხოდა გუშინ დილით რამოდენიმე საათიანი მზადების შემდეგ გავბრწყინდი გარეთ. სანამ ავიდოდით ოფისამდე, სოფი შეგხვდა (ოღონდ არ იცოდა, თუ ჩვენ სადაც მივდიოდით იქ მოდიოდა. აუ რომ გამოვიდა მეტროდან, როგორ აღმომხდა- სოოფი ! რა საყვარელია :ლოვე: )
მერე პიკომ თქვა დოდკაც მოდისო და მე ტრაგიკულად ამოვიხვნეშე – ბავშვის ნასკები არ წამომიღია :ლოლ: ..
ასე მხიარულ ტალღაზე მივადექით ოფისს, შევედით ოთახში და გავ-შეშ-დი! ნუ რამოდენიმე გამოემართა ჩვენს გადასაკოცნად , ეხლა აღარ მახსოვს ვინ და ვინ, იმიტომ, რომ გავითიშე :დ ..
გადასაკოცნ ხალხსა შიგან ყვავა შემომეფეთა. ოოი ოი რა დამემართა. ნუ რა დამემართა და უბრალოდ მოულოდნელობა იყო, რამაც რამოდენიმე წუთით გამომთიშა, როგორც მერე დავრწმუნდი, სასიამოვნო მოულოდნელოვა იყო:
ცხვირ წინ მეჯდა და არაჩვეულებრივი სიტუაცია იყო ყველაფრის გასაანალიზებლად. ანუ ეხლა რას ვგრძნობ და ა.შ. ხოდა იმის მაგივრად , რომ ჩავრთულიყავი დისკუსიაში, უმოძრაოდ ვიდე და ვფიქრობდი.
ერთი-ორჯერ მივაშტერდი (არ ვიცი თვითონ მიხვდა თუ არა) იმისთვის, რომ მიმვხდარიყავი ახლა რას ვგრძნობდი.
ნუ რომ არც გული ამიჩუყდა და არც ცრემლი მომაწვა და არაფერიც, თავს ძალა დავატანე. გავიხსენე ყველაზე სვით და უწი პუწი მომენტები ჩვენი ერთი წლიდან, მაგრამ არც არაფერი! რეაქცია არ მქონდა .
აი მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზეა!
მართალია ახლაც მიკვირს როგორ მოვახერხე, მაგრამ მგონია, რომ უფრო მან მოახერხა თავისი ნიჭის წყალობით, როგორ დაგბოღმოს ყველაზე ძალიან და ისე, რომ მერე ეს ძალიან ბოღმა გადაგეზარდოს სრულ გულგრილობაში და აღარც ბოღმა გაწუხებდეს და აღარც არაფერი!
აი ასე.. სარეაბილიტაციო კურსის ეტაპი წარმატებით დაგვირგვინდა და ამისთვის იქ ჩამოთვლილთაგან ფაქტიურად არაფერი დამჭირვებია.
ნუ იასნა წამეხმარა სვითის ხრიკები :ევილ: მააგრამ , ამიერიდან ჩემი ახალი ურთიერთობა, დღეს დაიწყება თუ ზეგ, თუ იმის იქეთ, სულაც არ იქნება დასავიწყებელი აქცია და ძალიან მოხარული ვარ ამის გამო!
უი, შეხვედრის მერე დოდკამ როგორ ხართ, რას შვრებითო და მე კიდე
- რავი,გამოვდივარ დეპრესიიდან და ვარ რა..
და როგორც კი ვთქვი მაშინვე ვიგრძენი, რომ ჩისტა ჩვევაში გადაზრდილი პასუხი იყო!
არც დეპრესიაში ვარ და არც არსაიდან გამოვდივარ
- პ.ს. 0 – ხვალ სულმოუთქმელად ველი ბლოგერების შეკრებას!
- პ.ს. 1 - პრაგოსის მენეჯერმა დამიმესიჯა- უკვე ორი ადამიანი მოვიდა თქვენგანო და ააა!
- პ.ს.2 – ფეისბუქის შედეგზე ჭეშმარიტი რამე ჩემს თავზე ჯერ არ მომისმენია
- პ.ს.3 – აიმ მექსიკური ვირუსის მეშინია








<3 up
go go!!
:ლავ:
ძალიანაც კარგი
ჩვენ ვამაყობთ შენით )))
მადლობა დეიდა :უსერ:
მალე შენითაც გვეამაყოს.. თუ როგორც არი
Ra dros meqsikuri virusia
axali siyvarulebis viruss elode jobia
ველოდები ველოდები :ჯამპ:
lol
(არ ვიცი თვითონ მიხვდა თუ არა)” amas ro waikiTxavs mere ki mixvdeba mashinve tu ver sheamchnia
ააა ხატუს რამდენი ვიცინე შენს ნიკზე
ხო..მიხვდება :სპყ:
:უსერ:
აუ აუ აი აქ, ამდენი ხალხის წინაშე, კიდევ ერთხელ გთხოვ, რომ შეკრებაზე წამოდი !
უი დაჟე ბლოგერებიც იკრიბებიან კაცო?
რავა ყველგან სექტაა:DD
ხო, მე ცოტა გავფრიკე შენს პასუხზე: “რავიცი, დეპრესიაში ვარ”, არ ველოდებოდი უცებ და თან ნუ სულ “კარგად ვარ, კარგად ვარ”-ს ვერ იძახებს ადამიანი, მარა ხომ იცი, მოქმედებს მაინც საკუთარი ტავის დეპრესიაზე განწყობა რა.
რეებს ვბოდიალობ, მაგრად მეძინება :დ იმის თქმა მინდა, რომ რაც მეტს იძახებ, დეპრესიაში ვარო, მით მეტად გაგიძნელდება საკუთარი თავის გამოთრევა იქიდან, მითუმეტეს რომ უკვე გამოთრეული ყოფილხარ და ცალ ფეხს ტოვებ შიგნით მაინც “ყოველი შემთხვევისთვის” :დ